პროექტი 2014-2017: "საქართველოს სოფლის მუნიციპალიტეტებში ფერმერთა კოოპერატივების გაძლიერება" (ENPARD);
 
2014-2017: “ეიბისიო-ჯორჯიამ” „ევროპის სამეზობლო პროგრამა საქართველოში აგროწარმოებისა და სოფლის განვითარებისათვის ENPARD-I-ის“ ფარგლებში, „მერსი ქორპსთან“ ერთად განხორციელა “საქართველოს სოფლის მუნიციპალიტეტებში ფერმერთა კოოპერატივების გაძლიერების” პროექტი. პროექტი მიზანად ისახავდა სოფლად სიღარიბის დაძლევას, მდგრადი და ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარებასა და აგრო სერვისების გაუმჯობესებას. პროექტის მიზნობრივი არეალი მოიცავდა 21 მუნიციპალიტეტს საქართველოს 5 რეგიონში (კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, იმერეთი და სამცხე-ჯავახეთი). პროექტის ფარგლებში “ეიბისიო-ჯორჯიას” ამოცანა იყო დახმარებოდა ფერმერულ ჯგუფებს/კოოპერატივებს და სასოფლო-სამეურნეო სერვისების მიმწოდებლებს, საკუთარი ბიზნესების გაძლიერებასა და მდგრად განვითარებაში. (ვრცლად
All right reserved   Web development