პროექტი 2010-2013: “საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქის, ასპინძისა და ადიგენის რაიონების მოსახლეობის ცხოვრებისეული პირობების გაუმჯობესება”
 
2010–2013: “ეიბისიო-ჯორჯიამ” შვეიცარულ არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰექს-ეპერთან“ ერთად განახორციელა პროექტი “საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქის, ასპინძისა და ადიგენის რაიონების მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება”, რომლის ამოცანაც იყო მიზნობრივი რაიონების მოსახლეობისათვის   შემოსავლის ახალი წყაროების  უზრუნველყოფა, ადგილობრივ ფერმერთა ორგანიზაციების - მეკარტოფილეთა და მეფუტკრეთა ასოციაციების დაფუძნება და მათი განვითარება. პროექტის ფარგლებში შექმნილ ასოციაციებს გაეწიათ მხარდაჭერა მათი ორგანიზაციული განვითარებისა და შესაძლებლობების გაზრდის კუთხით. ჩატარებული სამუშაოები მოიცავდა  ასოციაციის წევრებისთვის შესაბამისი ტრეინინგებისა  და კონსულტაციებს ჩატარებას,  მათ უზრუნველყოფას საჭირო ნედლეულითა და მასალებით, თანამედროვე სასაწყობე ინფრასტრუქტურის შექმნას. ასევ ჩამოყალიბეულ ასოციაციებს დახმარება გაეწიათ დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქციის წარმოებასა და საბაზრო კავშირებისა და სადისტრიბუციო სისტემების ჩამოყალიბება–განვითარებაში; (ვრცლად) 
All right reserved   Web development