პროექტი 2006-2008: “მდგრადი ეკონომიკური პირობების შექმნა ადიგენსა და მის მიმდებარე რაიონებში” (SLAAR 2)
 
2006-2008: “ეიბისიო ჯორჯიამ” საერთაშორისო ორგანიზაცია „ქეასთან“ ერთად მონაწილეობა მიიღო პროექტში  “მდგრადი ეკონომიკური პირობების შექმნა ადიგენსა და მის მიმდებარე რაიონებში” (SLAAR 2). პროექტი მიზნად ისახავდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სოფლის მოსახლეობის ცხოვრების პირობების სტაბილურ გაუმჯობესებას, ასევე საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში სიღარიბის დაძლევას. “ეიბისიო ჯორჯიას” როლს აღნიშნული პროექტის განხორციელებაში შეადგენდა მიზნობრივ რაიონებში ფერმერთა ხელშეწყობა და ადგილობრივი მცირე საწარმოებისა და სათემო ჯგუფების  მხარდაჭერა ახალი ბიზნესების ჩამოყალიბება-განვითარებისა და არსებული ბიზნესების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის კუთხით. ასევე ადგილობრივი წარმოებებისათვის საბაზრო კავშირების განვითარებაში დახმარების გაწევა და სხვა; (ვრცლად)
All right reserved   Web development